დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭო უკრაინაში ჯარის შეყვანის წინააღმდეგია
ავტორი:
2014/მარტი/03 11:30:02
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭო, უკრაინაში რუსეთის ჯარის შეყვანის წინააღმდეგია. როგორც "ლიგა.ნეტ"-ი წერს , შესაბამისის განცხადება საბჭოს ვებგვერდზე გავრცელდა.
"მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს თანხმობა მისცა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანის შესახებ, ჩვენი ქვეყნები ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებების საბჭოში აცხადებენ, რომ რუსული არმიის გამოყენების საჭიროებად, უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების დაცვა სახელდება. მათივე ინფორმაციით, მართალია, არის ადამიანებზე ძალადობის შემთხვევები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციები, ყირიმში თავდასხმებისა და მკვლელობების შესახებ, გაზვიადებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ადამიანის უფლებების საბჭოში აცხადებენ, მათი წარმომადგენელი, ანდრეი იუროვი ყირიმში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
"შეირაღებული ძალების გამოყენებას მოჰყვება ძალადობის ესკალაცია და ადამიანის უფლებების უფრო მასშტაბური დარღვევა", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საკითხი პოლიტიკური, ასევე მუდმივი კომპრომისის ძიების გზით უნდა გადაწყდეს და არავითარ შემთხვევაში შეირაღებული ძალების მეშვეობით.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გამოირიცხოს შეირაღებული ძალების გამოყენება უკრაინის შიდა პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებისთვის", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია