დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალები" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ირჩევენ
ავტორი:
2014/მარტი/02 15:00:02
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა იმართება, სადაც ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ.
შეხვედრაზე ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას იმ გეგმებსა და სიახლეებს გააცნობენ, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს სამომავლოდ მუშაობის გაგრძელებას.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის და ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გია თევდორაძის განცხადებით, დღევანდელი დღე უპრეცედენტო და მნიშვნელოვანია ქუთიაისისთვის, ვინაიდან, შიდა პარტიული არჩევნების წესით მოხდება ორგანიზაციის თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს არჩევა.
"მე, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოსახლეობას იმ სამომავლო გეგმებს გავაცნობ, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს მუშაობას. ამიტომ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ქუთაისის პოლიტიკური სივრცისთვის", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის წევრი გია თევდორაძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია