დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში ნაკლებად მოსალოდნელია
ავტორი:
2014/მარტი/01 20:30:03
რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში ნაკლებად მოსალოდნელია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საინფორმაცო სააგენტო "როიტერს" განუცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოთქვა დასავლეთ რუსეთში ჯარების მობილიზაციის გამო, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში ნაკლებად მოსალოდნელია.
"რუსეთს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და 2008 წელს საქართველოში სამხედრო აგრესია განახორციელა", - განუცხადა ირაკლი ალასანიამ სააგენტო "როიტერს" ბრიუსელში.
მისი განცხადებით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანება უკრაინასთან ახლოს, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიზნით, 150 000 სამხედრო მოსამსახურის განლაგების შესახებ, თუმცა, რუსეთის სამხედრო ინტერვენია უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა.
ალასანიას თქმით, 2008 წლის ომმა დაგვანახა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები მოსალოდნელზე უფრო დაბალი აღმოჩნდა.
"მათ ეს იციან და ასევე იციან, რომ ნატომაც იცის ამის შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა უფრო დაშინებას ისახავს მიზნად. ჩემი აზრით, ეს ასე არ მოხდება", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, უკრაინამ და დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ღირსეულად დააღწიონ თავი ამ კრიზისს. ხოლო დასავლეთმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი უნდა უზრუნველყოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია