დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი "5", 16 მაისამდე გახდება ცნობილი
ავტორი:
2014/მაისი/07 09:30:02
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი "5", ამის შესახებ 16 მაისამდე გახდება ცნობილი, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა იმსჯელებს.
"რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი არ განეკუთვნება ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე - არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკო-ს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი ჩანაწერის გამო, რომელიც საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტშია აღნიშნული, რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი გადაწყდა ცესკო-ს მიერ", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოხდება საარჩევნო ნომრის მინიჭება - წილისყრით, თუ ცესკო-ს წევრები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია