დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის კანცელარია რვა ახალ ავტომანქანას ყიდულობს
ავტორი:
2014/მარტი/01 12:00:02
მთავრობის კანცელარია რვა ახალ ავტომანქანის შეძენას გეგმავს. შესაბამისი სატენდერო განცხადებები სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ავტომანქანების შესაძენად ოთხი ტენდერია გამოცხადებული.
სატენდერო პირობების მიხედვით ხუთი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად კანცელარია 175 274 ლარის დახარჯვას აპირებს.
მთავრობის კანცელარია ასევე გეგმავს ორი მსუბუქი ავტომანქანის შეძენას, რომელთა საორიენტაციო ღირებულებაც, თითოეულის 25 583 ლარზე მეტი არ უნდა იყოს.
ყველზე დიდი თანხის - 41 153 ლარის გადახდას კანცელარია მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომანქანაში გეგმავს.
სატენდერო განცხადებებში აღნიშნულია, რომ შესყიდვის ობიექტის ღირებულება, ავტომობილის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმური ფასიანი მომსახურების ღირებულებას 100000 კმ. გარბენზე.
ავტოტრანსპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია