დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერთან თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს
ავტორი:
2013/დეკემბერი/03 23:00:02
საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განუცხდა.
მისი განმარტებით, პარლამენტს მუშაობის ორი კვირა დარჩა, ხოლო მთავრობიდან ბევრი კანონპროექტია შესული, ამიტომ აუცილებელი იყო მსჯელობა, რომელი კანონპროექტის მიღება ეჩქარება მთავრობას.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მთავრობაში შესული კანონპროექტები ბიუჯეტიდან დაწყებული თვითმმართველობის კოდექ სით დამთავრებული.
"კანონპროექტები განვიხილეთ როგორც არსობრივად, ასევე ვიმსჯელეთ გრაფიკსა და თანმიმდევრობაზე, რომლითაც მივდივართ. გავარკვიეთ, სად ეჩქარება მთავრობას და რა არის ის საკითხი, რომელიც მომავალი წლისთვის მოიცდის. შეხვედრის ძირითადი ნაწილი თვითმმართველობის კოდექსმა წაიღო და კოდექსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პრინციპული შეთანხმება შედგა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დეპუტატის ვარაუდით, თვითმმართველობის კოდექსს პარლამენტი მიმდინარე წელს მიიღებს. თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს კოდექსის სამივე მოსმენით მიღება ვერ მოესწროს, თუმცა ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსის განხილვა კომიტეტებში მიმდინარე კვირას დაიწყება.
"თვითმმართველობის კოდექსი სავარაუდოდ წელს იქნება მიღებული. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ყველა კითხვა დაისვა და პრინციპული შეთანხმებაც შედგა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მინისტრთა კაბინეტი მთავრობის კანცელარიაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრაზე დღეს 18:00 საათისთვის შეიკრიბა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და რამდენიმე დეპუტატი.
დახურული სამუშაო შეხვედრა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია