დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილმა სენატორ კარლ ლევინთან საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა
ავტორი:
2014/თებერვალი/24 21:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ კარლ ლევინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.
შეხვედრს ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს. სენატორმა ლევინმა საქართველოს ნატოს 2014 წლის სამიტზე მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება ამერიკელი სენატორების მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციიის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართლებით.
სენატორ როი ბლანტთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია