დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილი - ვუშვებ, საქართველო ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს
ავტორი:
2014/ივნისი/10 17:30:02
ვუშვებ, საქართველო ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე - ANP-ის ფარგლებში გახდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.გტ
დეპუტატის თქმით, ANP (ყოველწლიური ეროვნული პროგრამა), რომელზეც საქართველო 2008 წელს გადავიდა, თავისი შენაარსით MAP-ია.
"საქართველომ IPAP-ი, ID-ი, ANP-ი მიიღო პირველმა. მანამდე ნატო-ში გაწევრიანების ასეთი მექანიზმები არ არსებობდა. ამიტომ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს აბსოლუტურად სხვა მექანიზმის, სხვა ფორმატის ფარგლებში. ჩვენ ვთვლით და მე უფრო მეტად მხარს ვუჭერ იმ პოზიციას, რომ ANP-ი ეს არის უკვე MAP-ი, უბრალოდ მას განსხავებული აბრევიატურა აქვს, თუმცა შინაარსით აბსოლუტურად იგივეა, რასაც ჩვენი პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნები ანხორციელებენ. ამიტომ ვუშვებ, რომ არის მექანიზმი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე, ANP-ის ფარგლებში. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავისი შენაარსით ANP-ი უკვე MAP-ია. რაც შეეხება პროცესს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ეს მექანიზმი გაცილებით უკეთესია", - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი.
ამასთან, სესიაშვილის თქმით, უელსის სამიტზე ქართული მხარე ელის, რომ "მიღწეული პროგრესის ადეკვატური გადაწვეტილება იქნება მიღებული, თუმცა რა ფორმით, ეს მსჯელობის საგანია" .

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია