დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა სავარაუდოდ 4-5 მარტს გაიმართება
ავტორი:
2014/თებერვალი/24 10:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, გრიგორი კარასინისა და ზურაბ ბაშიძის შეხვედრა პრაღაში სავარაუდოდ 4-5 მარტს გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პრაღაში დაგეგმილ რიგით მე-6 შეხვედრაზე მხარეები რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობის თემასაც განიხილავენ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირების, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენის საკითხებს, საინვესტიციო პროექტებს.
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ მხარეთა განცხადებები რამდენჯერმე გაკეთდა. მხარეები შეხვედრისთვის მზაოდყოფნას გამოოთქვამენ.
რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა პრაღაში 2012 წლის დეკემბერში გაიმართა. დღემდე ხუთი შეხვედრაა გამართული.
წინა შეხვედრებზე განიხილავდნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებისა და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს. სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ქართულ პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, გადაიდგა ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიმართულებითაც.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია