დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რა ფასებია ბაზარში, როგორია ლარის კურსი, როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი
ავტორი:
2014/თებერვალი/21 23:00:02
იმ ტიპის პრეზიდენტი, როგორიც მარგველაშვილია, ჩვენ არ გვყოლია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.
"შეფასება ყოველთვის დამოკიდებულია ორ რამეზე - მოლოდინზე და მერე იმაზე, რაც ვნახეთ. გააჩნია ვის რა მოლოდინი ჰქონდა. ამაზეა დამოკიდებული შეფასება. ყველა, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დღეს მოისმენდა რაიმე მსგავსს, რაც მოუსმენია წლების განმავლობაში, როდესაც პარლამენტს სტუმრობდა ან წინა პრეზიდენტი ან იმის წინამორებედი, ალბათ არ დარჩა კმაყოფილი. იმიტომ, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის არც პრეზიდენტი შევარდნაძე და არც პრეზიდენტი სააკაშვილი. იგი არ არის ასეთი პრეზიდენტი არა მხოლოდ იმიტომ, რომ პიროვნულად განსხვავებულია და სრულიად სხვა ღირებულებების ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ იგი სრულიად სხვა ტიპის პრეზიდენტია. ეს განაპირობა იმ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რაც გვერგო მემკვიდრეობით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებიდან",-აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტი აღარ არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. "უფრო მარტივად რომ ვთქვათ ის არ ხელმძღვანელობს მინისტრებს, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რა ფასებია ბაზარში, როგორია ლარის კურსი, როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ეს ყველაფერი არ აინტერესებს. ამ მოდელში, რომელიც ჩვენ გვაქვს, პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ამ პასუხისმგებლობის ტვირთისგან თავისუფალმა შეხედოს ამ ყველაფერს. იმ ტიპის პრეზიდენტი, როგორიც მარგველაშვილია, ჩვენ არ გვყოლია და ყველა ერთად უნდა შევეგუოთ და ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტმა, ამიტომ დღევანდელი სტუმრობა პარლამენტში იყო ამისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ",-განაცხადა უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია