დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - ნებისმიერი პირი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა, კანონის წინაშე აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე
ავტორი:
2018/თებერვალი/28 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/matikashvili_a14ad.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480731-davith-mathikashvili-nebismieri-piri-miukhedavad-partiuli-kuthvnilebisa-thanamdebobisa-kanonis-tsinashe-agebs-pasukhs-chadenili-qmedebidan-gamomdinare.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - ნებისმიერი პირი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა, კანონის წინაშე...", "datePublished": "2018-02-28 15:36:53", "dateModified": "2018-02-28 15:36:53", "description": "კანონი სრული სიმკაცრით იქნება მიმართული აბსოლუტურად ყველა პირის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/matikashvili_a14ad.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კანონი სრული სიმკაცრით იქნება მიმართული აბსოლუტურად ყველა პირის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, თუ - არა, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა თბილისის საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძის დაკავების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვთვლი და მთლიანად გუნდში ვთვლით, რომ ნებისმიერი პირი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა, კანონის წინაშე აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, ამიტომ ჩვენ აქ დანაშაულის დეტალებზე და დამნაშავე იყო თუ არა ეს პირი, ცხადია ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ კანონი სრული სიმკაცრით იქნება მიმართული აბსოლუტურად ყველა პირის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, თუ - არა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თვითონ ფაქტი არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ დაველოდებით გამოძიებას. იმედს ვიქონიებთ, რომ დროულად დასრულდება გამოძიება და შესაბამისი შედეგები ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია