დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე სურგულაძე ბელგიის ქართულ დიასპორას შეხვდება
ავტორი:
2014/თებერვალი/20 23:00:02
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე 22 თებერვალს ბელგიის სამეფოში, საქართველოს საელჩოში ბელგიის ქართულ დიასპორას შეხვდება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონსტანტინე სურგულაძე ბრიუსელში "კრანს მონტანა ფორუმის" მიერ ორგანიზებულ დიასპორისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციას მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო, საერთაშორისო, რეგიონული და არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან. კონფერენციის მიზანია, მრავალმხრივი პერსპექტივებიდან დანახული მიგრაციისა და დიასპორის ფენომენის ანალიზი, ასევე, მიგრაციის გამოწვევების დასაძლევად ახალ შესაძლებლობათა კვლევა.
კონფერენციაზე დღეს სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა და ევროპასა და საქართველოში მიგრაციის ახალ გამოწვევებზე, მთავრობის პოლიტიკაზე მის გავლენასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრებს.
22 თებერვალს კი ბელგიაში საქართველოს საელჩოში ბელგიის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.
სახელმწიფო მინისტრი საქართველოში 23 თებერვალს დაბრუნდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია