დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა
ავტორი:
2014/თებერვალი/20 19:30:02
ლევან ჭურაძე სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (2013 წლის 6 სექტემბერი, №1016-Iს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს ლევან ჭურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან", - ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.
თუ ვინ შეცვლის ჭურაძეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, რომლის დაქვემდებარებაშიც სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო შედის, ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია