დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ვოლსკი - ჯერჯერობით "მწვანეთა პარტიასთან" კოორდინაცია ვერ გვექნება
ავტორი:
2014/თებერვალი/19 16:30:02
"მწვანეთა პარტიის" მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების ფაქტს, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, "მწვანეთა პარტიასთან" კოორდინაცია გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდებოდა.
,,გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება როგორც პარტიის ლიდერის აბსოლუტურად ნორმალურია. მას თავისი პარტიის განვითარების ინტერესი აქვს და რასაკვირველია, მომავალი ადგილობრივი არჩევნების წინ უნდა, რომ გააძლიეროს პარტია. მას სურს გამოვიდეს ამ არჩევნებში დამოუკიდებლად. ვერ გვექნება ჯერჯერობით მწვანეთა პარტიასთან კოორდინაცია, რომელსაც გაჩეჩილაძე მოითხოვს. მაგრამ ვუსურვებ, რომ გაძლიერდეს პარტია, ჩამოყალიბდეს და თავისი თავი აჩვენოს. ასეთია პარტიული ცხოვრება", – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია