დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - ძალიან ვწუხვარ, რომ იანუკოვიჩმა გაკვეთილები ვერ ისწავლა
ავტორი:
2014/თებერვალი/19 14:00:03
ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა იანუკოვიჩმა გაკვეთილები ვერ ისწავლა, - ამ განცხადებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დეპუტატი თინა ხიდაშელი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.
მან სესიაზე განაცხადა, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხზე გაიმარჯვებს.
"ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება, არის აბსოლუტურად მოუთმენელი, არის აბსოლუტურად აუტანელი. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხზე გაიმარჯვებს. არც ერთ ქვეყანაში ასეთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა იანუკოვიჩმა გაკვეთილები ვერ ისწავლა - ვერ ისწავლა გაკვეთილები საკუთარ ქვეყანაში და ვერ ისწავლა გაკვეთილები მისი მეზობელი ქვეყნისგან. ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ეყო ძალა, რომ საკუთარ ძალაუფლებას კი არ გადაფოფინებოდა, არამედ საკუთარი ხალხის არჩევანისთვის ეცა პატივი", - განაცხადა ხიდაშელმა პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატი ოპოზიციონერ კოლეგებსაც გამოეხმაურა და მათი მისამართით აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა 7 ნოემბერს და 26 მაისს.
"სწორედ ასე იბრძვის ყველა ხალხი, როცა მისი ხელისუფლება მთავარ ხაზს, საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს და განწყობებს ასცდება. ეს განწყობა ყოველთვის თავისუფლებისკენ არის მიმართული და ყველა, ვინც მოსახლეობის თავისუფლებისადმი სიყვარულს ებრძვის, ყოველთვის მარცხდება", - განაცხადა ხიდაშელმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ "მსოფლიოს ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი იქნება უკრაინაში წარმოქმნილი პრობლემის დასრულება".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია