დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ლატვიის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/18 20:00:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე იურის პოიკანსს, საქართველოში ლატვიის ელჩს ელიტა გაველესა და საელჩოს მეორე მდივანს ანდრეს კარპოვიჩს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე და ასოცირების ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.
"სტუმრებს მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ლატვიის მხრიდან აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია