დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მამუკა კაციტაძე - ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით გაგრძელდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:00:03
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრმა მამუკა კაციტაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფრაქციის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომას ფრაქციის მიწვევით დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. კაციტაძის განცხადებით, მერის საკრებულოში მისვლა, აღქმული არ უნდა იყოს, როგორც მოვლენა.
"ქალაქის მერის საკრებულოში მოსვლა აღქმული არ უნდა იყოს, როგორც მოვლენა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ასე თანამშრომლობენ თვითმმართველობის ორგანოები მთელ მსოფლიოში და "დედა, რა ვნახე" - ასე არ უნდა იყოს დღევანდელი დღე ჩათვლილი არავის მიერ", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ საბიუჯეტო ცვლილებების დროს, მერიის ხელმძღვანელობასა და გამგებლებს შორის ან არ არსებობდა, ან ცუდი კომუნიკაცია იყო. კაციტაძის კანცხადებით, მერიას თავის სტრუქტურებში აშკარად კომუნიკაციების პრობლემა აქვს.
რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების წესს, ფრაქცია "დედაქალაქის" წევრის ინფორმაციით, წახალისება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით გაგრძელდება.
"როდესაც ჩვენ შევაჩერეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების წესი, ეს არ ნიშნავდა გაუქმებას. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ არარსებული წესის ფონზე ეს საქმე ვეღარ გაგრძელდება. კერძოდ, წახალისება გაგრძელდება, ოღონდ საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. ამას დაეთანხმა მერი, რომ საკრებულომ უნდა დაადგინოს წესი და ამ წესს უნდა დაემორჩილოს მერია", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ და დასძინა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში პროექტები გაგრძელდება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მსჯელობა ასევე შეეხო ავარიულ სახლებსა და კაპიტალურ გამაგრებებს. კაციტაძის მტკიცებით, მერიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და მათ მიდგომების ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო ითხოვეს.
ამასთან, კაციტაძის ინფორმაციით, ფრაქციამ სიღარიბის ზღვარს ქვევით თანამოქალაქეებისათვის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობისას მერიის მიერ გაუქმებული 50%-იანი შეღავათის აღდგენა მოითხოვა. მისივე თქმით, მერიამ დაადასტურა, რომ შეღავეთის აღდგენის სურვილი მათაც აქვთ და საკითხთან დაკავშირებით ფორმულაზე მუშაობენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია