დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების შეცდომებს მძიმე შედეგები მოჰყვება
ავტორი:
2014/თებერვალი/18 17:00:02
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლების ქმედებები ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლება ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს და ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, როგორც ქვეყნისთვის, ისე"ქართული ოცნებისთვის".
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინიათ "დემოკრატიული მოძრაობის", რაც მათი ყველა ქმედებიდან სჩანს.
"აქ ლაპარაკია იმ შიშზე, რომელმაც ასე გააფთრებით აბრძოლა "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მათ ეშინიათ იმის, რომ არ გაფორმდეს "დემოკრატიული მოძრაობა" როგორც უმნიშვნელოვანესი ოპოზიციური ძალა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდეს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, რადგან "ქართულ ოცნებას" აწყობს ისეთი ოპონენტი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია