დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯონდი ბაღათურია პარტიების მოსყიდვის აშკარა მცდელობაზე საუბრობს
ავტორი:
2014/თებერვალი/16 18:30:02
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ხმების 3%-ის მიღების პირობებში ნახევარმილიონიანი დაფინანსების შემოთავაზება , პარტიების მოსყიდვის ღია და აშკარა მცდელობაა.
როგორც ბაღათურიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საარჩევნო რეფორმა გამოიხატება იმ წინადადებებში, რასაც ოპოზიცია მმართველი გუნდის წინაშე აყენებს და არა ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფაში.
"თუკი ამ გადაწყვეტილების შინაარსს კარგად დავუკვირდებით, მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან: მოდი, არჩევნებში 3%-ზე მეტი არ აიღო და დაგაფინანსებთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში 3%-ის აღებას კი არ ვაპირებთ, ვაპირებთ არჩევნების მოგებას თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში, ასევე სერიოზული კონკრენციის გაწევას ვაპირებთ ქვეყნის სხვა ქალაქებში. ამ ამოცანის განსახორციელებლად კი გვჭირდება ყველა საარჩევნო უბანზე კომისიის თითო წევრი, გვჭირდება უფასო სარეკლამო საეთერო დროის იგივე ლიმიტი, რაც "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, გვჭირდება 50%-იანი ბარიერი თბილისში მაინც, რათა ამხანაგმა ნარმანიამ დაინახოს, რომ თბილისელები მას მხარს არ უჭერენ, გვჭირდება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები", - აღნიშნა ბაღათურიამ.
"ქართული დასის" ლიდერი იმასაც ამბობს, რომ "აღნიშნულ 3%-თან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ერთი-ერთში ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ შეთავაზებებს".
"ხომ გახსოვთ, "ნაციონალუირი მოძრაობა" ოპოზიცია 1 მილიონს რომ პირდებოდა?! ზუსტად იგივე შემოთავაზებაა - მორალი ხომ დაახლოებით იგივეა, მაგრამ ფანტაზიის უნარიც არ ჰყოფნით, რაიმე ახალი გააკეთონ. ასეთმა მიდგომამ რა შედეგით მისცა "ნაციონალურ მოძრობას", ვნახეთ. იგივე შედეგს მიიღებს "ქართული ოცნება", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ნახევარმილიონიან კომპენსაციას ყველა ის პარტია მიიღებს, ვინც ადგილობრივ არჩევნებში ხმების 3%-ს დააგროვებს. საარჩევნო კანონმდებლობით, ხარჯების დასაფარად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიებზე მილიონიანი კომპენსაცია გაიცემა და ახლა დღის წესრიგში დგას კანონში ამავე შინაარსის მატარებელი მუხლის გაჩენის საკითხი, რომლის მიხედვით, პარტიები, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში 3%-იან ბარიერს გადალახავენ, ნახევარ მილიონს მიიღებენ.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ, 12:00 საათზე, იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია