დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მენო შნელი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, საქართველოს ყოველმხრივი მხარდაჭერა გაუწიოს
ავტორი:
2014/თებერვალი/14 21:00:03
ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების მენო შნელის და ფრენკ ჰემსკერკის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან შეხვედროს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რანგის სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკაში გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში არსებული დადებითი დინამიკა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები 2014 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, გაცილებით წარმატებული იქნება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის დინამიურ ტენდენციაზე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც ტარდება ქვეყანაში. დავინახეთ ხელისუფლების მზაობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და შეუქცევადი გახდეს ეს პროცესი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა ყოველმხრივი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, მათ შორის, ახალი პროგრამითაც. ვფიქრობ, დღეს კონსტრუქციული დიალოგი შედგა," - განაცხადა მენო შნელმა.
ფრანკ ჰემსმერკის თქმით, საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ახალი ენერგორესურსების გამოყენების მიმართულებით. "შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის შესახებაც, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა საქართველოში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ახალი ენერგორესურსების გამოყენების მიმართლებით. ასევე, დიდი პერსპექტივაა სოფლის მეურნეობის სექტორში. ჩვენ მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰემსკერკმა.
ნოდარ ხადუსი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი. "ეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელობა ადასტურებენ საქართველოს, მისი მთავრობისადმი მხარდაჭერას. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში თბილისში ჩამოდის სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი მასუდ აჰმედი. აღნიშნული მისიის მიმდინარეობისას, ჩვენ ვიმსჯელებთ ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია