დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა ფიფია - მიწის დამუშავება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ავტორი:
2014/თებერვალი/13 14:30:02
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მიწის დამუშავება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ პროექტ "საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობის ფარგლებში" სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოში ხვნის ბარათების დარიგება დასრულებულია. მისივე ინფორმაციით, თვის ბოლომდე პროექტში ჩართული 800 000-მდე ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს.
ამასთან, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სასუქებს, პესტიციდებს, სათესლე მასალას ბენეფიციარები "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური აგრობარათის მეშვეობით მიიღებენ. აღნიშნული ბარათი მრავალჯერადი გამოყენების იქნება. შპს "მექანიზატორი" და 112 კონტრაქტორი კომპანია ხვნის სამუშაოებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან იწყებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ბენეფიციარების სიას თბილისისა და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის უკანასკნელ წლებში შემოერთებული სოფლები დაემატა, რადგან შალვა ფიფიას განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები რეალურად ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია