დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მეხანძრეების შიმშილობის აქციას ხვალ კიდევ რამდენიმე თანამშრომელი შეუერთდება
ავტორი:
2014/თებერვალი/12 20:30:02
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების შიმშილობის აქციას ხვალ კიდევ რამდენიმე თანამშრომელი შეუერთდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ადგილზე სოლიდარობის ნიშნად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მივა და პრესისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
როგორც პროფკავშიებში აცხადებენ, 5-მა მეხანძრე-მაშველმა შიმშილობა დღეს დაიწყო. სახანძრო სამსახურთან კარავია გაშლილი, სადაც მოშიმშილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ დარჩენას.
აქციის მონაწილეები სამსახურიდან პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული 7 თანამშრომლის აღდგენას და დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის მოხსნას ითხოვენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია