დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/11 19:30:02
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას.
აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, კერძოდ ავღანეთის IშAF-ის მისიაში.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, ასევე გაენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია