დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე საახალწლო გამოფენა-გაყიდვის გახსნას დაესწრება
ავტორი:
2013/დეკემბერი/07 10:00:03
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა და მის გახსნაში მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიღებს მონაწილეობას.
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) მიერაა ორგანიზებული და მისი მხარდაჭერები არიან ასევე კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აქციის შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
"საახალწლო გამოფენა-გაყიდვა წარმოადგენს ფინანსების მოზიდვის მიზნით ორგანიზებულ უმსხვილეს ღონისძიებას მრავალი ქართველი ხელოვანის და ხალხური რეწვის ავტორის, კომპანიის და ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების (ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, სომხეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, კატარის, ბრაზილიის, პოლონეთის) მონაწილეობით. გამოფენაზე ასევე მოეწყობა სკანდინავიური ქვეყნების კუთხე", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე განმარტებით, გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც 10.00 საათიდან 18.00 საათამდე გასტანს, საელჩოებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველ ხელოვანთა ნაწარმოებები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო და ბავშვების გასართობი ოთახი, აგრეთვე მოეწყობა ლატარეა და მეორადი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია