დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კნუდ ბარტელსი - ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა სამაგალითოა
ავტორი:
2014/თებერვალი/11 19:00:03
ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა კონსტრუქციული, პრაგმატული და სამაგალითოა, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა კნუდ ბარტელსმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გენერლის შეფასებით, საქართველოს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ISAF -ის მისიაში, რისთვისაც მადლობას იმსახურებს.
"მინდა ხაზი გავუსვა მათ დამსახურებას, ვინც ამ ოპერაციების შესრულებისას დაეცა და ჩვენი ფიქრებით მათ ოჯახებთან ვართ. საქართველომ აიღო ვალდებულება, მხარი დაეჭირა ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ მისიაში, რაც გულისხმობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებას და კონსულტაციას და ასევე, აიღო ვალდებულება, მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებაში 2015 წელს. საქართველოს სამხედრო ჩართულობის დინამიკა არის ნატოს წინაშე საქართველოს ვალდებულებების დემონსტრირება და ჩვენ ველით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას 2014 წლის შემდეგ", - განაცხადა გენერალმა.
კნუდ ბარტელსის განმარტებით, ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. "საქართველომ სოლიდურ პროგრესს მიაღწია თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში, რაც საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებას გვაძლევს. ჩვენ განვაგრძობთ ამ რეფორმების მხარდაჭერას და ველოდებით ნაყოფიერ დისკუსიას საქართველოს პროგრესის საკითხებზე, რაც უკავშირდება მის ტრანსფორმაციას და უსაფრთხოების სექტორის გაუმჯობესებას", - აღნიშნა კნუდ ბარტელსმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია