დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - უმრავლესობის სხდომაზე მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება
ავტორი:
2014/აპრილი/03 23:30:02
უმრავლესობის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება, დანარჩენი კი ყველა ერთიან პოზიციაზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეა ოპონენტების მხრიდან თათუხაშვილის საქმეზე უპასუხისმგებლო განცხადებები ისმის, რაც მათ რეალურ სახეს წარმოაჩენს.
"უმრავლესობის შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კანონპროექტებზე და დღევანდელ ამბებზეც. მიმაჩნია, რომ როდესაც ორი დღის განმავლობაში ხდება ყველა წესის დარღვევით და უპასუხისმგებლობით უმცირესობის მიერ განცხადებების გაკეთება, აუცილებელია ამაზე პასუხიც იყოს. პროკურატურას აქვს პოზიცია, რომ ის თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით არ გაურბის კითხვებს. ამის დემონსტრირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ისიც, რომ რეალურად გვეჩვენებინა, რა დგას "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს მიღმა. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დააფიქსირა თავისი განსხვავებული მოსაზრება, დანარჩენს ყველას აქვს ერთიანი პოზიცია უმრავლესობაში. რაც შეეხება პრემიერ მინისტრს, მე მასთან ხშირი კავშირი მაქვს ", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია