დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი რუმინეთსა და უნგრეთს ეწვევა
ავტორი:
2014/თებერვალი/09 20:30:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხვალ ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს, 12 თებერვალს კი უნგრეთს ეწვევა.
რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვდებს რუმინეთის სენატის სპიკერ კრინ ანტონესკუსთან, დეპუტატთა პალატის სპიკერ ვალერიუ ზგონეასთან, ვიცე-პრემიერ გაბრიელ ოპრეასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ტიტუს კორლეცანისთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრები სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველო-რუმინეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი საჯარო დისკუსიაში "ვილნიუსიდან-რიგამდე" მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატთა პალატის სპიკერთან ერთად რუმინეთის ტელევიზიას მისცემს ინტერვიუს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას რუმინეთში დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი, პაატა ბარათაშვილი და გიორგი წერეთელი წარმოადგენენ.
12 თებერვალს, რუმინეთიდან დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერსთან, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჟოლტ ნემეტსთან, თავდაცვის მინისტრ ჩაბა ჰენდესთან, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერსთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი ბალასთან.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსაც ეწვევა, სადაც ქართველ სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.
დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. დავით უსუფაშვილთან ერთად უნგრეთს საქართველოს პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ივანე კიღურაძე, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი ეწვევიან.
რუმინეთსა და უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებულ შეხვედრებზე საუბარი იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პესპექტივებზე როგორც საპარლამენტაშორისო დონეზე, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში.
განხილული იქნება, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალურ ვიზიტს უნგრეთში 14 თებერვალს დაასრულებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია