დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი მელაშვილი - ვეჭვობ, პატრიარქს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი წაკითხული ვერ ექნებოდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/05 20:00:02
მაქვს ეჭვი, რომ პატრიარქს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი წაკითხული ვერ ექნებოდა, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მელაშვილმა "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები იგეგმება. "პატრიარქს აქვს სრული უფლება, რომ თავისი შეფასებები გააკეთოს. მთავარია პატრიარქს სრული ინფორმაცია მიაწოდონ იმაზე, თუ რა ხდება, იმ ადამიანებმა, რომელთაც კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ, მაგრამ დასკვნებს აკეთებენ. ასეთს რამდენიმეს შევხვდით განხილვისას, როდესაც ვიღაცის დასკვნას ეთანხმებოდნენ. როდესაც ვეკითხებოდი, თუ გაქვთ წაკითხული კანონპროექტში რა წერია, ამბობდნენ რომ - არა, მაგრამ მოვისმინეთო. მაქვს ეჭვი, რომ თავად პატრიარქს ეს 120 გვერდიანი დოკუმენტი წაკითხული ვერ ექნებოდა. ვინ მოამზადა დასკვნა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცი ის, რომ საპატრიარქოსთან იქნება კონსულტაციები", - აღნიშნა მელაშვილმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე გუშინ ისაუბრა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პატრიარქს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯოდმარე დავით უსუფაშვილი შეხვდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია