დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის
ავტორი:
2014/თებერვალი/08 13:00:02
საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ქმნის. შესაბამის დოკუმენტზე უწყებათაშორისო საბჭო მუშაობს, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით ამ წუთებში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"' სამუშაო სხდომას მართავს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, ეს იქნება ერთიანი სტრატეგია, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგ წლებში იხელმძღვანელებს.
"იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, რომელიც იქნება 7 წელზე გათვლილი. ეს კონცეფცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძირითადი პრიორიტეტების თავმოყრას და იმის განსაზღვრას, რა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად უნდა იყოს მიმართული ხელისუფლების ერთიანი ქმედება. დღეს ამ პროექტზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ, როცა უწყებათაშორისი კომისია დაასრულებს მუშაობას, სავარუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის, კონცეფცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცოს. ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანამ შემდეგ წლებში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, სტრატეგიაში გათვალისწინებულია თომას ჰამერბერგის, ასევე ევროსაბჭოს რეკომენდაციები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აუცილებელი ნაბიჯები.''
"ეს იქნება ერთიანი კონცეფცია, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება იმოქმედებს და რომლითაც საკანონმდებლო ორგანო განახორციელებს შესაბამის საპარლამენტო ზედამხედველობას", - აღნიშნა ბესელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია