დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლინკოლნ მიტჩელი - თუ საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, ეს იქნება ნიშანი, რომ არ გაჩერდეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე
ავტორი:
2014/ივნისი/28 11:00:02
ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები კვლავ რჩება, მაგრამ ეს არ იქნება იოლად გასავლელი გზა და რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ამის ჩაშლას, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელმა ჟურნალისტებს ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა საკითხი შემდეგნაირად დგას - მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს უახლოეს ხანებში და თუ მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება.
"თუმცა თუ საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, ეს მისთვის იქნება ნიშანი, რომ არ გაჩერდეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და რომ ნატო-ს კარი კვლავ ღიაა მისთვის. ეს იქნება გამოწვევა საქართველოსთვის, მიუხედავად რუსეთის მხრიდან წამოსული მცდელობებისა, რომ ჩაშალოს ეს პროცესი", - განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.
ლინკოლნ მიტჩელის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას დიდი სარგებელი ექნება საქართველოსთვის. მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვებს ევროპას, რაც ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ შესაძლებლობებსა და უფრო ძლიერ დემოკრატიას.
"ეს დიდი გამარჯვებაა ქართველი ხალხისთვის. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამ ხელმოწერით ისარგებლებს სრულიად საქართველო, აფხაზებისა და ოსების ჩათვლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვებს ევროპას, რაც ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ შესაძლებლობებსა და უფრო ძლიერ დემოკრატიას", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია