დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩი ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/07 17:30:02
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძე პრეზიდენტის მრჩეველს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰასან ვირაჯუდას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, შეხვედრისას ზურაბ ალექსიძემ პრეზიდენტის მრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბოლო დროს გატარებულ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებასა და გაფართოების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და ინდონეზიის შესაბამის დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სწავლის მეთოდოლოგიის ურთიერთგაზიარებაზე.
ჰასან ვირაჯუდა ინდონეზიის მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის დამფუძნებელია. ის მრავალი წიგნის ავტორია, ამჟამად კი ჟურნალ Leadership, Policy and World Affairs-ის გამომცემელია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია