დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო უწყება - ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან
ავტორი:
2014/თებერვალი/06 16:00:03
საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო სამეთა სამინსიტროში რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადეს, რომლის თანახმად, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი არ გამორიცხავს, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შეხვდეს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამთავრობო დელეგაცია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში.
პუტინი, შესაძლოა, სოჭში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდეს, - ამ სათაურით გაავრცელა რუსულმა სააგენტო "რია ნოვოსტიმ" ინფორმაცია.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა შედგეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ ეს გამორიცხული არ არის.
თავდაპირველად "რია ნოვოსტიმ" ინფორმაცია გაავრცელა სათაურით, რომ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შეხვდეს, ხოლო შემდეგ ხელისუფლება სათაურში პრეზიდენტებით შეცვალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია