დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ინტერფაქციული ჯგუფი არასაპარლამენტო პარტიების შეთავაზების ამსახველ დოკუმენტს ავრცელებს
ავტორი:
2014/თებერვალი/06 15:30:03
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა გაერთიანებებმა ინტერფრაციულ ჯგუფს საკრებულოების მაჟორიტარების, ასევე მერებისა და გამგებლების კანდიდატების დასახელების უფლების მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებისა და ბლოკებისათვის მინიჭების წინადადება შესთავაზეს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, პარლამენტში შექმნილმა ინტერფაქციული ჯგუფი არასაპარლამენტო პარტიების მიერ შეთავაზებული წინადადების ამსახველ დოკუმენტს აქვეყნებს.
"თვითმართველი ქალაქების მერობის, მუნიციპალიტეტების გამგებლების კანდიდატების, ასევე სოფლის, თემის, ქალაქის მჟორიტარი საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენა მოხდეს მხოლოს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიის ან პოლიტიკური საარჩევნო ბლოკის მიერ, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების განვითარებას, ადგილობრივი თვითმართველობის მრავალპარტიულობას და კოალიციურ თანამშრომლობას. ასევე ამომრჩეველს ექნება ინფორმაცია ამა თუ იმ მერის ან გამგებლის პოლიტიკური პლატფორმის შესახებ და გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი მსოფმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულებისამებრ. არ მოხდება მოჩვენებითი კანდიდატების დაყენება, რომლებიც შემდგომში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახსება, ან მიმართულია რომელიმე კონკრეტული კანდიდატისათვის ხმების გაყოფის მცდელობისკენ.
ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს, რომ ყველამ დაინახოს ხელისუფლება მზად არის თუ არა ამისათვის, რომ ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოებში განვითარდეს და ადგილობრივ თვითმართველობები დაკომპლექტებული იქნან მრავალპარტიული სპექტრით თუ ვრჩებით ისევ ორპარტიულ რეჟიმში (კოალიცია "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")" - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს: "სამართლიანი საქართველო", "ტრადიციონალისტთა კავშირი", "საქართველოს გზა", "ლეიბორისტული პარტია", "ქალთა პარტია", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", ქდმ, "დემოკრატიული მოძრაობ-ერთიანი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები".
"თავისუფალმა საქართველომ" დეპუტატი ზვიად ძიძიგური დღეს სიცრუეში დაადანაშაულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფების მიერ არჩევნებში კანდიდატების დარეგისტრირების შესაძლებლობა უქმდება და ეს გადაწყვეტილება ოპოზიციასთან შეთანხმებით მიიღეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვაცხადებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ცრუობს, ვინაიდან მსგავსი მოთხოვნა ოპოზიციას არასოდეს დაუყენებია. მეტიც, "თავისუფალი საქართველო" აცხადებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება საინიციატივო ჯგუფებისთვის აღნიშნული უფლების გაუქმებას. ასევე სიცრუეა ზვიად ძიძიგურის განცხადება, თითქოს არსებობს საკითხები, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ. რეალურად, მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ოპოზიციის არც ერთი პრინციპული შეთავაზება", - აცხადებენ პარტიაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია