დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - პრემიერ-მინისტრის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე ყველა მთავარი გზავნილი ითქვა
ავტორი:
2014/თებერვალი/06 12:00:02
ყველა მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსა და ქვეყნის მთავარ პრობლემას, ოკუპაციას შეეხებოდა , პრემიერ-მინისტრის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ითქვა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა და ოპონენტების იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელშიც მათ პრემიერ-მინისტრს აქცენტები დაუწუნეს.
ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის თემამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა.
"რა მოიწონეს ოპონენტებმა და რა დაიწუნეს, ახლა არ არის აქტუალური. მე შემიძლია გითხრათ, ბრიუსელში ჩვენს შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ უკრაინის თემატიკამ მოიცვა ზოგადად მიუნხენის კონფერენცია და გადაფარა ისეთი მნიშვნელობის თემებიც კი, როგორიცაა კონფლიქტი სირიაში, ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია და ყველა სხვა თემა. ამ პირობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ის უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ამ ფორუმზე წარმოსაჩენად. მე შემიძლია გითხრათ ერთმნიშვნელოვად, რომ ყველა მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურშ ეხებოდა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემას - ოკუპაციის საკითხს, გაჟღერებული იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან", - განაცხადა პეტრიაშვილომა.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ყველა აღნიშნულ საკითხს ორმხრიი შეხვედრების ფორმტში კიდევ უფრო მეტი დრო დაეთმო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია