დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში განიხილება
ავტორი:
2014/თებერვალი/03 13:00:02
აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხილვა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში , რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრისას საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და მათ შორის იყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე.
"ამ პერიოდში მოხდა განვითარება, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის მიმართულებით. ევროპასთან საქართველო მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბევრ მიმართულებაზე. აშშ-ი მუშაობს ევროპასთან მთელ რიგ საკითხებზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება და მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ამ ორი პარალელური მიმართულების ინტეგრირება. საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხილვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია