დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"რესპუბლიკური პარტია" ახალ თავმჯდომარეს 3 ნოემბერს აირჩევს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/31 13:30:03
"რესპუბლიკური პარტია" ახალ თავმჯდომარეს და ეროვნულ კომიტეტს 3 ნოემბერს აირჩევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, დელეგატების მიერ არჩეული ეროვნული კომიტეტი პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რომელიც ამ თანამდებობაზე დავით უსუფაშვილს შეცვლის.
ეროვნულ კომიტეტსა და პარტიის თავმჯდომარეს ორი წლის ვადით აირჩევენ. პარტიის ყრილობა ექსპოჯორჯიის საგამოფენო პავილიონში გაიმართება.
პარტიის ცნობით, ყრილობაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ორი ათასზე მეტი დელეგატი ფარული, პირდაპირი არჩევნებით ეროვნული კომიტეტის 35 წევრს აირჩევს. არჩევნები ხმის ავტომატური დათვლის მანქანებით გაიმართება. ტექნოლოგიურად არჩევნებს "დილაინ პროექტის" (კანადა) წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ყრილობაზე გაიმართება თემატური დისკუსიები და საერთაშორისო სემინარი "ლიბერალური პარტია კოალიციურ მთავრობაში: ევროპული და ქართული გამოცდილება".
3 ნოემბრის ყრილობაზე სტუმრად მიწვეულნი არიან ქართველი და უცხოელი პარტნიორები.
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" 1978 წელს დაფუძნდა. სხვადასხვა დროს პარტიის თავმჯდომარეები იყვნენ: ვახტანგ ძაბირაძე, ივლიანე ხაინდრავა, დავით ბერძენიშვილი. ამჟამად პარტიის თავმჯდომარეა დავით უსუფაშვილი.
პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების სახით. დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა.
"რესპუბლიკური პარტია" ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკური ოჯახის წევრია: არის საერთაშორისო ლიბერალ-ინტერნაციონალის (LI) და პარტია – ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის (ALDE Party) სრულუფლებიანი წევრი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1279
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია