დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/02 14:00:06
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია