დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება რთული იყო
ავტორი:
2014/თებერვალი/01 22:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება რთული იყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გამოვუცხადოთ ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას და იქ ჩვენს სპორტსმენებს ვაგზავნით. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ გვქონდა რიგი გადაუწყვეტელი, გადაუჭრელი პრობლემები, კონფლიქტები, როდესაც ჩვენი ძმების - აფხაზების და ოსების გარეშე ვიმყოფებით", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ოლიმპიადასთან დაკავშირებით საქართველომ რუსეთს უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაც შესთავაზა.
"საქართველო ცდილობს გადადგას მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული ნაბიჯები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, რომ მისი სწრაფვა, გახდეს ევროკავშირის წევრი, არ უქმნის რუსეთს საფრთხეს.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ინტერესებსაც უნდა მიესადაგებოდეს მეზობლად ჰყავდეს სტაბილური და კარგ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა", - დასძინა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის თარგმანი "იმედმა" გაავრცელა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია