დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ აბსოლუტურად შეცვალეთ მიდგომა რუსეთთან
ავტორი:
2014/თებერვალი/01 21:30:03
როდესაც ქვეყანას სათავეში ახალი ხელისუფლება ჩაუდგა, ჩვენ აბსოლუტურად შეცვალეთ ჩვენი მიდგომა რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური წარმომადგენელიც დანიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუმჯობესდა ურთიერთობები პირველ რიგში კულტურის და ვაჭრობის სფეროში.
"რუსეთი ნელ-ნელა ხსნის თავის ბაზარს ჩვენი პროდუქციისთვის. რუსეთმა მოხსნა ემბარგო ზოგიერთ პროდუქციაზე და ეს ერთობ დადებითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოს ძალისხმევისა, "ჩვენ გასულ წელს რიგი პროვოკაციების მოწმეებიც გავხდით".
"ეს ართულებს ჩვენს კეთილ სურვილს და სწრაფვას ურთიერთობების გაუმჯობესების ასპარეზზე. ის მავთულხართები და ხელოვნური საზღვრები პრობლემებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
საქართველის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია