დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/01 13:30:03
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს.
მათივე განმარტებით, საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილი ნატო-ს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭრას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
"მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია