დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ღარიბაშვილი დაინტერესებულია იმ ძალის მაქსიმალური წარმატებით, რომელსაც ლიდერობს
ავტორი:
2014/ივნისი/03 09:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის გარდა, "ქართული ოცნების" ლიდერი გახლავთ, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალების გამარჯვებას არ დაუშვებს.
"ის, როგორც პოლიტიკური ძალის ლიდერი, ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, დაინტერესებულია იმ პოლიტიკური ძალის მაქსიმალური წარმატებით, რომელსაც ლიდერობს. ასეთ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს დღეს არჩევნებში მონაწილე ყველა ძალის ლიდერი. ჩვენ ყველას წარმატებას ვუსურვებთ, საკუთარი წარმატების შემდეგ. ყველას ამოცანაა მიაღწიოს სასურველ შედეგს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნებში წარმატებას უწოდებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, როცა მინიმალური იქნება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ჩივილები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია