დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მისიის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/31 21:00:03
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მისიის წევრებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, მისიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა აზიის განვითარების ბანკმა მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, რომელთა მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციების, მათ შორის, კონკურენციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, საწარმოთა განვითარების სააგენტოების გაძლიერება.
ასევე, უწყების ცნობით, აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მისია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავებს საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიმართულებით.
ნოდარ ხადურმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება.
ADB საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს ენერგოსექტორში, ინფრასტრუქტურაში, ასევე გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის კუთხით.
საქართველოში ADB დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია