დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას პრობლემები არ შეიქმნება
ავტორი:
2014/იანვარი/31 12:00:02
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილის კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერდებიან. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს, თბილისის საკრებულოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დღეს ჩატარდება თბილისის საკრებულოს ბიუროს გაფართოებული სხდომა, მასზე დასწრების უფლება, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელს.
შიხიაშვილის განცხაებით, ბიუროზე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერდებიან, რათა არ დარჩეს განცდა, რომ წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკური მხარე ბიუჯეტს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს და ხელისფათურს დაიწყებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა და კონსენსუსი არ შედგა და თბილისის მერიის სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელი ხელოვნურ საბოტაჟს განახორციელებს, ასეთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შიხიაშვილი ირწმუნება, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება და რაიმე პრობლემები არ შეიქმნება.
დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია