დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - შეგვპირდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება პარლამენტებში პრობლემების გარეშე ჩაივლის
ავტორი:
2014/აპრილი/08 23:30:02
ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები შეგვპირდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება პარლამენტებში პრობლემების გარეშე ჩაივლის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ლიტვის სეიმის თავმჯდომარე, ლორეტა გრაუჟინინიესთან ერთობლოვ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებისადმი.
"სპიკერები წერილობით შეგვპირდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება შესაბამის პარლამენტებში პრობლემების გარეშე ჩაივლის და სპიკერები ამას ყურადღებას მიაქცევენ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ეს არის აღნიშნული პროცესისადმი პარლამენტების სპიკერთა დონეზე გამოხატული ყველაზე მაღალი შესაძლო მხარდაჭერა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, დანარჩენ გადაწყვეტილებებს იღებს ევროკავშირი და არა მისი წევრი სახელმწიფოები.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციზე მიღებულ დოკუმენტში ჩაიწერა საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე.
"ეს საკითხიც იყო დებატების საგანი და დღეს დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ქვეყნებს აქვთ ევროპული პერსპექტივა და თუ მოისურვებენ და იმ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, რაც ევროკავშირს აქვს დაწესებული, მაშინ მათი წევრობის საკითხიც შეიძლება დადგეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის თქმით, რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობას, ეს უკვე შემდგომი საკითხია. "ახლა ჩვენ უნდა მოვახერხოთ მიღწეულის გამაგრება, სათანადო შეთანხმებად გადაქცევა და შემდეგ, უკვე ცხოვრებაში, გატარება. ეს იქნება გრძელი და სერიოზული სამუშაო პროცესი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარის, ლორეტა გრაუჟინიენეს განცხადებით კი, საქართველოს პარლამენტისა და ლიტვის სეიმის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ლორეტა გრაუჟინიენემ გეოპოლიტიკური სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეები მხარს უჭერენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორობას.
"ვიმედოვნებ, რომ საქართველო და მოლდოვა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მიმდინარე წლის ზაფხულში მოაწერენ. ეს იქნება საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხს სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება. მჯერა, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია