საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტზე დღეს შეხვედრა გაიმართება
სასტუმროში "ჰოლიდეი ინ-ში" დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამუშაო სხდომა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი (ANP) განიხილება.
ღონისძიება ორდღიანია და მასში ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან, ლატვიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან და ლიტვიდან მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას დაესწრება ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაში ჩართული ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი.
წყარო:
interpressnews.ge