დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე საჯარო დისკუსია ჩატარდება
ავტორი:
2018/თებერვალი/13 20:00:02
../photo/2015_02/00-1APRIL-2014/sorosis-fondi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478076-aghmosavleth-evropis-mimarth-evrokavshiris-politikaze-sajaro-diskusia-chatardeba.html", "headline": "აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე საჯარო დისკუსია ჩატარდება", "datePublished": "2018-02-13 16:10:45", "dateModified": "2018-02-13 16:10:45", "description": "ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში ხვალ ჩატარდება საჯარო დისკუსია, სადაც განხილული იქნება ევრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1APRIL-2014/sorosis-fondi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში ხვალ ჩატარდება საჯარო დისკუსია, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ.

დისკუსიის მომხსენებლები არიან: ევროპარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტია/ევროპული თავისუფალი ალიანსიდან, ევრონესტის თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი სერგი კაპანაძე.

ღონისძიების მოდერატორია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

როგორც ფონდში აცხადებენ, დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევის წინაშე დგანან, რაც ამ ქვეყნების მთავრობებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისგან მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

”რთულ საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობასთან ერთად გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდა დემოკრატიის კუთხით არსებული სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალის გადამეტებას და სხვა პრობლემებს. საერთაშორისო პროცესების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რამდენად აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ევროკავშირი და რამდენად მიჰყვებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დაგეგმილი რეფორმების გზას”, - აცხადებენ ფონდში.
დისკუსიის მონაწილეები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ: რა არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპაში? როგორ შეიძლება გაუმკლავდეს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნები ავტორიტარულ ტენდენციებს პოლიტიკაში?

რა როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევების გადალახვაში?

ღონისძიება ორგანიზებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია