დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ომანაძე - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მოდგომებს შორის განსხვავება არ არის
ავტორი:
2014/იანვარი/26 13:30:03
პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, ქობულეთში გამართული ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც პარტიის წარმომადგენელი თენგიზ ომანიძე განმარტავს, ოპოზიციური პარტიების მოლოდინი იყო, რომ ინტერფრაქციულ შეხვედრაზე მათ მიერ წარმოდგენილ საკითხებზე ხელისუფლება საკუთარ შეხედულებებს დააფიქსირებდა.
"აღმოჩნდა, რომ 6 საკითხიდან 5-ზე ხელისუფლებას პოზიცია არ გააჩნდა. ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს, ეს არის საარჩევნო სისტემა, სადაც ოპოზიციური პარტიების შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო: თვითმმართველ ქალაქებში მერები არჩეული იქნებიან 40 %-იანი ბარიერით, მუნიციპალიტეტებში გამგებლები არჩეული იქნებიან 30 %-იანი ბარიერის პირობებში და ძალაში რჩება ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები", - აცხადებს თენგიზ ომანიძე.
პარტია "თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მოდგომებს შორის განსხვავება არ არის და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ ცვლილებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მორიგი სხდომა ქობულეთში 25-26 იანვარს გაიმართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია