დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნილს მუჟნიეკსი უკანონო მოსმენებისა და თვალთალის აღკვეთის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს
ავტორი:
2014/იანვარი/25 15:30:03
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუჟნიეკსი დადებითად აფასებს უკანონო მოსმენებისა და თვალთალის აღკვეთის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თბილისში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახეზეა აშკარა გაცნობიერება იმისა, რომ ამგვარ თვალთვალს, უკანონო მოსმენებს, ბევრი საშიში შედეგი მოსდევს და ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებას.
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ განადგურებულ იქნა კონკრეტული ჩანაწერები და დაშლილ იქნა ის ჯგუფი, თუ განყოფილება, რომელიც შსს-ში ამგვარ ქმედებებს აწარმოებდა. მივესალმები იმ გარანტიებსაც, რომ ამგვარი მანკიერი პრაქტიკა მომავალში აღარ იქნება. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბების მნიშვნელობას", - აღნიშნა ნილს მუჟნიეკსმა.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, ის მხარს უჭერს იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი გახდა, ასევე აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ნაკლებად გამოიყენება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია