დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით მიიღო
ავტორი:
2014/იანვარი/24 16:30:03
ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა მეორე მოსმენით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით, 84-ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს.
მანამდე კენჭისყრაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული შეთავაზებები დადგა, რომელიც პარლამენტმა კენსჭისყრის შედეგით - 17 მომხრე, 45-წინააღმდეგი, "ჩააგდო".
ამასთან, დღეს პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს ეხება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი იყო, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით კვლავ დაუბრუნდება.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ თვითმმართველობის პაკეტის ფარგლებში განხილვის საგანი აღარ იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ყველა ის საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსს ეხება, ინტერფრაციული ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული და შეთანხმებული და მხოლოდ ამის შემდეგ გავა პარლამენტში განსახილველად.














წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია