დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - სტუდენტების დასაფინანსებლად გათვალისწინებული 5 მლნ ლარი სტუდენტებს არ მოხმარდათ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 18:00:03
საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანის ინფორმაციით, სტუდენტების დასაფინანსებლად გათვალისწინებული თანხიდან 5 მლნ ლარი სტუდენტებს არ მოხმარდათ.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განიცხადა, ამის შესახებ მან დღეს გამართულ განათლების კომიტეტის სხდომაზე შეიტყო. რატიანი მოითხოვს გაირკვეს, თუ რატომ არ დაიხარჯა აღნიშნული თანხა სტუდენტების დაფინანსებაზე.
"წელს სტუდენტების დასაფინანსებლად, გრანტებისთვის 19 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. არსებობდა განათლების ყოფილი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანება, 9 მლნ უნდა დახარჯულიყო გრანტებზე და 10 მლნ - უფასო სწავლებაზე. მაგრამ ფაქტობრივად გამოდის, რომ 5 მლნ ლარი არ დაიხარჯა და დაახლოებით 4000-მდე სტუდენტი დარჩა დაფინანსების გარეშე. რა უფლებით და რატომ გააკეთეს ეს, უცნობია. მოვითხოვ, რომ ის 5 მლნ გადანაწილდეს გრანტებზე",-განაცხადა რატიანმა და დასძინა, რომ მისთვის უცნობია, სად დაიხარჯა ეს თანხა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია